წესები და პირობები
სამომხმარებლო შეთანხმება და მომსახურების წესები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე შეთანხმების პირობებს. ვებ-გვერდის Kidsstore.ge-ს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენი მომსახურების პირობებზე.
1. ჩვენი მომსახურება
კომპანია „Kids Store“ არის საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს როგორც ვებ-გვერდის Kidsstore.ge, Facebook და Instagram-ის საშუალებით შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე ეწვიოს ფიზიკურ შოურუმს (თბილისი, მიცკევიჩის #2) და მიიღოს მომსახურება.
2. შეკვეთის გაფორმება და მარაგის რეზერვაცია
თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ-გვერდზე ან სოციალურ ქსელებში სხვა მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.
3. ანგარიშსწორების მეთოდები
- ონლაინ გადახდა ბარათით (UniPAY): ნებისმიერი ქართული ბანკის Visa / Mastercard ბარათით დაცული გვერდის მეშვეობით.
- საბანკო გადარიცხვა (ინვოისით): თანხის ჩარიცხვა კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეკვეთის ნომრის მითითებით.
- კურიერთან გადახდა (Cash on Delivery): ანგარიშსწორება უშუალოდ ამანათის ჩაბარებისას.